სირიაში ისლამისტების შეხვედრაზე დაგვიანების გამო, დაეშის ლიდერი სიკვდილს გადაურჩა

სირიაში ისლამისტების შეხვედრაზე დაგვიანების გამო, დაეშის ლიდერი, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სიკვდილს გადაურჩა. ამის შესახებ ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ლიდერმა განაცხადა.

ჯაბარ ალ-მაამურის თქმით, 1-ელ ოქტომბერს სირიაში, ირანის სარაკეტო დაბომბვის სამიზნე ისლამისტების საომარი საბჭოს შეკრება იყო, ალ-ბაღდადი კი შეკრებაზე მიემართებოდა.

ერაყელი სამხედრო ასევე ამბობს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა შეკრებაზე მისვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა. ირანის სარაკეტო დაბომბვის შედეგად ალ-ბაღდადის მოადგილე, ალი ალ-მაშადანი და ისლამისტების რამდენიმე ლიდერი მოკლეს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ისლამისტებზე იერიში „მიწა-მიწა“ ტიპის ექვსი რაკეტით მიიტანა.

დაბომბვის მიზეზი, 22 სექტემბერს ირანის ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტი გახდა.

banner
წინა სტატიაშითბილისობის დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება
შემდეგი სტატია„თავისუფალმა საქართველომ“ უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა