სირიაში ISIS-ის მეომრებმა რუსი გენერალი მოკლეს

რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი, სირიის ქალაქ დეირიზორში, ასადის რეჟიმისა და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს.


გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც სირიული და რუსული წყაროებიც ადასტურებენ, ვალერი ასაპოვი სირიის არმიის მრჩეველის ფუნქციას ასრულებდა და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას.
გენერალ-ლეიტენანტი ასაპოვი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სირიის კონფლიქტამდე დონბასის რეგიონში რუს სეპარატისტებს ხელმძღვანელობდა, ისლამისტების მიერ ნაღმტყორცნებით განხორციელებულ კონტრშეტევას ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ვალერი ასაპოვი, რუსეთის ყველაზე მაღალი ჩინის მქონე სამხედროა, ვინც კი სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შემდეგ ამ ქვეყნის სამხედრო უწყებამ დაკარგა.

ვალერი ასაპოვის ბიოგრაფიაში, რომელიც უკრაინული “მიროტვორეცის” ბაზაშია შეტანილი, აღნიშნულია, რომ ის 1992 წლის საომარი მოქმედებების დროს ცხინვალში რუსულ შენაერთს მეთაურობდა, ხოლო 2002 წლის 12-13 აპრილს ხელმძღვანელობდა კოდორის ხეობაში რუსული დესანტის გადმოსხმას.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის სკანდალური პოსტი-ვინ არის დავით ურთმელიძე
შემდეგი სტატიამოსკოვში ტერაქტის საფრთხის გამო 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა