სირიაში იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვი, საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად, რომლის სარდაფშიც იარაღის საწყობი იყო განთავსებული – შემთხვევა სირიის იდლიბში მოხდა. ქალაქს ამბოხებულები აკონტროლებენ. მარაგი, სავარაუდოდ, იარაღის უკანონო მოვაჭრეებს ეკუთვნოდათ. ნანგრევებს ქვეშ ათობით ადამიანი აღმოჩნდა.
იდლიბი სირიის უკანასკნელი რეგიონია, რომელიც დღემდე სირიის ოპოზიციას ეკუთვნის. სამთავრობო ჯარები მალე პროვინციაში მთავრი ძალების გაშვებას გეგმავენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია ჩაბერა ქალაქის განვითარებას