სირიაში ჰუმანიტარული დაბომბვის ადგილას რუსული ბომბის ნარჩენები იპოვეს

51 გუშინ ჯგუფმა Bellingcat სირიაში, ქალაქ ალეპოსთან ჰუმანიტარული მანქანების დაბომბვის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ღია წყაროებზე დაყრდნობით შეტევის სხვადასხვა ასპექტები იქნა შესწავლილი.

Bellingcat ჯგუფი სირიის სამოქალაქო თავდაცვის ნაწილებს დაუკავშირდა, რომლებიც შემთხვევის ადგილთან ახლოს არიან დისლოცირებული. მოხალისეებმა ბომბის ნამსხვრევების ორი ფრაგმენტი გადაიღეს, მათ შორის, ფოტო, რომელიც სტატიას მოჰყვება. გარდა ამისა, გამოქვეყნებულია ფოტო, სადაც ბომბის ნამსხვრევია აღმოჩენილი, მათ შორის, შენობაში, სადაც, ბომბი სახურავიდან ჩამოვარდა.

55

ფოტოები ბომბის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ეს ავიაბომბი ОФАБ-250-270-ის კუდის ნაწილია.
ОФАБ-250-270 საბჭოთა/რუსული წარმოების უმართავი ბომბია. ადრე აღნიშნული ბომბი რამდენჯერმე იქნა დაფიქსირებული რუსული მხარის ავიაშეტევებისას სირიაში.
Bellingcat ჯგუფს ეჭვი არ ეპარება, რომ ჰუმანიტარული კოლონა აღნიშნულმა ბომბით განადგურდა. მათი თქმით, შეკითხვა მხოლოდ შემდეგში მდგომარეობს: ვინ გააკეთა ეს, რუსულმა თუ სირიულმა ავიაციამ.

5354

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში ნავის გადატრიალების შედეგად 80-მდე მიგრანტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგია შარვაშიძე: მუშაობას იმ კონცეფციის მიხედვით დავიწყებ, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარვუდგნე