სირიაში, გაურკვეველ ვითარებაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთით, იდლიბის რაიონში ერთ-ერთ სტადიონთან მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის დირექტორის, მუჰამმედ ჰაჯ იუსუფის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებულის, რომელიც უკვე სავადმყოფოშია გადაყვანილი, მდგომარეობა მძიმეა. მან ასევე აღნიშნა, რომ აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება, სამოქალაქო თავდაცვის და სახანძროს ეკიპაჟებმა მოახერხეს. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ცეცხლი შიგნიდან გაუჩნდა
შემდეგი სტატიაევროკავშირი მზადაა კიდევ 6 თვით გაუგრძელოს რუსეთს სანქციები