სირიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სოფელ ყარაჯალას მკვიდრია

2015 წლის დეკემბერში, სირიაში გარდაცვლილი 30 წლის ბესლან მუხტაროვი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადანაა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, იგი სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა. დეკემბერში კი მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება”პირWელს” სოფელ ყარაჯალას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დაუდასტურა.

ალასკარ სარდაროვის ინფორმაციით, იგი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მისივე თქმით, თანასოფლელი რამდენიმე წლის წინ თურქეთში იყო წასული, თუმცა, რა დროს გადავიდა სირიაში, მისთვის უცნობია.

გასულ წელს სოფელ ყარაჯალადან სირიაში ორი ქალი წავიდა, რომელთაგან ოჯახმა ერთ-ერთის უკან დაბრუნება მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაადასტურა
შემდეგი სტატია„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჰქონდეს აუცილებელი ინსტრუმენტები, რათა ნატო-ს წევრი გახდეს“