სირიაში დიპლომატებმა დაბრუნება დაიწყეს

დამასკოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო გაიხსნა, რომელმაც მუშაობა ომის გამო შეწყვიტა – სირიის საგარეო უწყება ავრცელებს. დიპლომატიური მისიის მუშაობა 27 დეკემბრიდან აღდგა და ელჩი მუშაობას შეუდგა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი იმის მაჩვენებელია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოძმე ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენა სურს. აბუ-დაბიში იმედი აქვთ, რომ სირიაში მშვიდობა იქნება, ქვეყანა აპირებს არაბული სირიის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადოს. Reuters-ი წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები კატართან, საუდის არაბეთთან და თურქეთთან ერთად მხარს უჭერდნენ ამბოხებულებს, რომლებიც სირიის პრეზიდენტის წინააღმდგე გამოდიოდნენ.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე: მიმაჩნია, რომ დღევანდელ გასაუბრებაზე ვიყავი დამაჯერებელი
შემდეგი სტატიაამერიკულ “აღფრთოვანების რეიტინგს” მიშელ ობამა მოექცა სათავეში