სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედება სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ განიხილეს

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედება სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ შეთანხმება ძალაში შევიდა.

ლიდერებმა ზავის რეალიზების პირობები განიხილეს და სამხედრო თვალსაზრისით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კოორდინირების გაძლიერებაზე იმსჯელეს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელშიც სამთავრობო ძალები, ამბოხებულები და ქურთი მებრძოლები მონაწილეობენ, სირიაში გუშინ ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ შიდა პარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა