(video)სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 27 თებერვლიდან შევა ძალაში

TIMES-ი : „პუტინი აშშ-ს ატომური ომით ემუქრებოდა“

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 27 თებერვლიდან შევა ძალაში. აშშ-მა და რუსეთმა სამშვიდობო გეგმა შეათანხმეს. “აშშ და რუსეთი გამოდიან ინიციატივით სამხედრო მოქმედებები შეწყდეს დამასკოს დროით 2016 წლის 27 თებერვლის 00:00 საათიდან. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უნდა შეეხოს სირიის კონფლიქტის იმ მხარეებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეთანხმებას და მიიღეს მისი პირობები”, – ნათქვამია აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ გავრცელდება “ისლამურ სახელმწიფოზე”, “ალ-ნუსრას ფრონტზე” და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ სხვა დაჯგუფებებზე.

დღევანდელი შეთანხმება არის მრავალი ქვეყნისა და ორგანიზაციის მიზანმიმართული დიპლომატიის შედეგი. მე მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შეთანხმებაზე მუშაობდა,მათ შორის ამერიკულ და რუსულ დელეგაცებს, ასევე სირიის მხარდაჭერთა საერთაშორისო ჯგუფის სხვა წევრებს”, – განაცხადა ჯონ კერიმ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან სირიის სამშვიდობო შეთანხმების პირობები ტელეფონით განიხილა. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეთანხმებას სისხლისღვრის შეჩერებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი უწოდა. “რუსეთი ჩაატარებს აუცილებელ სამუშაოებს დამასკოსთან, მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ ანალოგიურ სამუშაობს მის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებთან გამართავს”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთობლივად მონიშნავენ რუკებზე იმ ტერიტორიებს, სადაც შეწყდება ავიადარტყმები.

banner
წინა სტატიაშიკაბელების საქმე – სასამართლო პროცესზე ექსპერტები დაიკითხებიან
შემდეგი სტატიასუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ტრეფიკინგისგან დაცვა – საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ