სირიაში ავიადარტყმას ,,ჰეზბოლას,, ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა…

KUNTAR-2სირიაში, დამასკოს გარეუბან ჯარამანაში მდებარე ერთ-ერთ სახლზე, 21 დეკემბერს განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულია ლიბანური ,,ჰეზბოლას,, ერთ-ერთი ლიდერი – სამირ კუნტარი… აცხადებს ,,ნიუ იორკ თაიმსი,,

გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმაში, რომელმაც ის სახლი დაანგრია სადაც კუნტარი იმყოფებოდა, ,,ჰეზბოლა,, ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა თავად სირიის ხელისუფლებას ისრაელის ავიადარტყმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

სამირ კუნტარიმ, იმის გამო, რომ ისრაელის საკურორტო ზონაში  1979 წელს განხორციელებული ტერაქტის დროს პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი მოკლა, ისრაელის ციხეში 30-მდე წელი გაატარა და ის, ისრაელმა 2008 წელს, ,,ჰეზბოლას,, 2 ებრაელი ჯარისკაცის გვამში გაუცვალა… რასაც ისრაელის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა… მაშინ კუნტარის ბეირუთში, როგორც გმირს დახვდნენ. ბეირუთში მას ,,ჰეზბოლას,, მეთაური ჰასან ნასრალიც დახვდა, გვერდზე დაუდგა და ქება-დიდებით შეამკო… მას შემდეგ  კუნტარიმ ისევ იარაღი აიღო ხელში და ,,ჰეზბოლაში,, ერთ-ერთ შენაერთს ხელმძღვანელობდა, რომელიც ბოლო დროს მოკავშირე ასადის რეჟიმის დაცვით იყო დაკავებული.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშივოლგოგრადში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას მინიმუმ 5 ადამიანი ემსხვერპლა…
შემდეგი სტატიააეროპორტში ლევან ბეჟაშვილს თავს დაესხნენ