სირიაში ავიადარტყმების სამიზნეები დასახელდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 01:36

სირიაში ავიადარტყმების სამიზნეები დასახელდა

იმ შემთხვევაში, თუკი სირიაში სამხედრო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ავიადაბომბვის ძირითადი სამიზნეები იქნება სირიის მთავრობის ქიმიური ობიექტები – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა – Reuters-ი წერს. მან დააზუსტა, რომ დარტყმებს არ დაექვემდებარებარებიან სირიის მთავრობის მოკავშირეები ან კონკრეტული ადამიანები. უფრო კონკრეტული გეგმა და შესაძლო ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
დღესვე გავრცელდა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებმა ხმელთაშუაზღვაში საავიაციო დამრტყმელი ჯგუფი გააგზავნა ავიამზიდ “ჰარი ტრუმანით”. მანამდე სირიის სანაპიროებს მიუახლოვდა ავიამზდი დონალდ კუკი, რომელზეც 60 რაკეტა “ტომაგავკია”.

დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ “საკმაოდ ცხადია” ვინ არის ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი და რომ ვაშინგტონი “მრავალ სამხედრო ვარიანტს” განიხილავს საპასუხოდ.
ამის შემდეგ ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვმა “ოფიციალური არხებით, მათ შორის, სამხედრო” აშშ გააფრთხილა “სერიოზულ შედეგებზე, რომელიც იმ შემთხვევაში დადგება, თუკი ამერიკა სირიას დაარტყამს”. საფრანგეთი აშშ-ს უჭერს მხარს.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესაუბრა ემანუელ მაკრონს, დონალდ ტრაპმს კი სამშაბათს მოგვიანებით დაელაპარაკება. შეკითხვაზე, მხარს დაუჭერს თუ არა ბრიტანეთი აშშ, თუკი ის ძალას გამოიყენებს, მეიმ უპასუხა, რომ “მათ, ვინც პასუხისმგებელია, პასუხი უნდა აგონ”.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მყარი მტკიცებულებები არსებობს. ამავე დროს, ბაშარ ასადის მთავრობამ ქალაქ დუმაში საერთაშორისო ინსპექტორები დაპატიჟა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 01:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,516
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics