სირიაში ათასობით დრუზი შეიჭრა, ზოგ ადგილას მათ უკვე ისრაელის დროშა აღმართეს [VIDEO]

სირიელი დრუზები დაეხმარნენ დრუზებს ისრაელიდან, რათა ისინი სირიის ტერიტორიაზე აღმოჩენილიყვნენ და ალ-ჯულანის (ალ-შარაა) დაჯგუფებასთან ბრძოლა შეძლებოდათ.

ალ-შარაას დაჯგუფებამ გუშინ ნამდვილი სასაკლაო მოაწყო სირიის პროვინცია სუვეიდში, რის შედეგადაც მოკლეს მინიმუმ 250 მშვიდობიანი დრუზი, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

ფაქტობრივად, ისრაელი საომარ მდგომარეობაშია სირიის ახალ ხელისუფლებასთან – ცოტა ხნის წინ ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობა დაბომბეს, სირიაში შეჭრილმ დრუზებმა კი სუვეიდში, რამდენიმე ადგილას, ისრაელის დროშა აღმართეს.

სირიის დროშა ჩამოხსნეს ასევე დამასკოს გარეუბან ჯარმანში.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობა დაბომბა [VIDEO]
შემდეგი სტატიაახალი რეკომენდაციების შესასრულებლად ევროკომისიამ საქართველოს ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა