სირიაში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

სირიაში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, მაჰერ ალ-აგალი მოკლეს.

პენტაგონის ცნობით, მაჰერ ალ-აგალი ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერთა ხუთეულში შედიოდა და პასუხისმგებელი იყო ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე სირიასა და ერაყის გარეთ.

მაჰერ ალ-აგალი, ალეპოს რეგიონში, ქალაქ ჯინდაირისის მახლობლად მაშინ მოკლეს, როცა ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, არსებული ინფორმაციით მისი ერთ-ერთი თანაშემწე მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინას 30 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო უკრაინელი სამხედროების მომზადების შესახებ