სირიაში ალეპოს შტურმი დაიწყო… მოკლულია 86 ადამიანი…

14469193_646523835507807_671299303_nსირიაში ბაშარ ასადისა და რუსეთის ავიაციის ერთობლივი ზალებით, სირიის მნიშვნელობით მეორე ქალაქის – ალეპოს შტურმი დაიწყო, შედეგად ბოლო ერთი დღის განმავლობაში ავიადარტყმებს 86 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200-მდე დაიჭრა…
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის არმიამ რუსული ავიაციის მხარდაჭერით, სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ალეპოს შტურმი დაგეგმა ედა 2 მილიონიანი ქალაქის, რომელსაც ასადის ოპოზიცია აკონტროლებს, ენსარის, სუკერის, ტარიკ-ელ-ბაბუს და შეარუს რაიონების დაბომბვა დაიწყო, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.
სირიული სააგენტო ,,სანას,, ცნობით, სირიის არმია ავიადარტყმებთან ერთად ალეპოს აღმოსავლეთით სახმელეთო შეტევისთვისაც ემზადება.

banner
წინა სტატიაშიკურორტ გოდერძზე ორი ახალი სასტუმრო აშენდება
შემდეგი სტატიასოფელ უჩაშონეს გამგებლის ცემაში ბრალდებულ პირს გირაო დააკისრა