სირიაში ახალშობილს ვლადიმერ პუტინი დაარქვეს

სირიის ქალაქ ტარტუსში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, მაიხუბების ოჯახში დაბადებულ ახალშობილს, არც მეტი არც ნაკლები, ვლადიმერ პუტინი დაარქვეს.
ვლადიმერ პუტინ მაიხუბის მამა – ნურს მაიხუბი აცხადებს, რომ ბავშვს სახელი იმ დახმარების გამო მადლობის ნიშნად დაარქვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული არმია ასადის ხელისუფლებას და მის ჯარებს უწევს.
სირიელი ვლადიმერ პუტინ მაიხუბი შაბათს 6 მაისს დაიბადა ტარტუსის სამშობიაროში, სადაც მამამისმა ჩვილი რუსეთისა და სირიის დროშებით შეფუთა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ პირველად – თურქ სამხედროებს თავშესაფარი მისცა
შემდეგი სტატიააშშ აზიაში სამხედო ძლიერებისთვის 8 მილიარდს დახარჯავს