სირიაში 63 ათასი რუსი ჯარისკაცი იბრძოდა

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში, რომელშიც რუსეთი 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო, სულ 63 ათასი სამხედრო პირი მონაწილეობდა – 22 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა. სამხედროებს შორის 434 გენერალი და 26 ათასი ოფიცერი იყო. უწყების ინფორმაციით, სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში 4349 სარაკეტო ჯარების სპეციალისტი, ოპერატიულ-ტაქტიკური ეკიპაჟის 87%, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის 97%, და სხვა იღებდა მონაწილეობას. ამ ხნის მანძილზე რუსეთმა გამოსცადა 231 იარაღი, ავიაციამ სულ 39 ათასი საბრძოლო გაფრენა განახორციელა – “დოიჩე ველე” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვიდეორგოლში არაფერია ნათქვამი სამხედრო დანაკარგის შესახებ. ოფიციალური ცნობით, 2018 წლის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით 47 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 2017 წელს 130 ჯარისკაცი დაიღუპა მხოლოდ სამხედრო შენაერთიდან “ვაგნერი”. მიმდინარე წლის თებერვალში კი ამერიკელ სამხედროებთან შეტაკებაში რუსეთის და დსთ-ს ასობით მეომარი მოკვდა.

banner
წინა სტატიაშიმთვარის ზედაპირზე ყინულის სახით წყალი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიადანით თავდასხმა პარიზთან, დაღუპულია ერთი