სირიასა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების რატიფიცირება ამ დღეებში მოხდება

ხუთშაბათს, 6 დეკემბერს სირიასა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდება – “სპუტნიკ-აფხაზეთი” დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჩიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

“თვითონ ფაქტი, რომ ასეთ უძველეს ქვეყანასთან ურთიერთობას ვამყარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სირიამ აფხაზეთი აღიარა, ამიტომ მათთან დიალოგს ჩვენ უზარმაზარ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ ერთნაირი მტკივნეული წერტილები გვაქვს, ურთიერთსიმპათია გვაქვს. კარგი ურთიერთობები დავამყარეთ. ხელშეკრულება რატიფიცირების სტადიაშია და მისი რეტიფიცირება მოხდება – ყველა დეპუტატი ამ დოკუმენტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს” – აღნიშნა დე-ფაქრო პარლამენტის სპიკერმა.

მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი 4 სექტემბერს მოაწერეს.

banner
წინა სტატიაშინიგერიის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ის არ მომკვდარა და ის არ შეუცვლიათ
შემდეგი სტატია4 დეკემბერს კომპოზიტორის და მხატვრის ოთარ ტატიშვილის საღამო “ფერწერა და ბგერწერა“ გაიმართება