სირიამ ყირიმი რუსეთის განუყოფელ ნაწილად აღიარა

5სირიის მთავრობამ ყირიმი რუსეთის განუყოფელ ნაწილად აღიარა – ამის შესახებ სირიის პარლამენტის წარმომადგენელმა ხადია აბასმა განაცხადა. მან გაიხსენა, რომ ყირიმი ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და რომ ის “რეფერენდუმის შედეგად დაუბრუნდა თავის პირველწყაროს”. “მათ (ნახევარკუნძულის მცხოვრებლებმა) გადაწყვეტილება მიიღეს საკუთარ ქვეყანას შეერთებოდნენ… ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია” – რუსული მედია აბასის სიტყვებს ციტირებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სირია-რუსეთის ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია-“ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირება 2014 წელს მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერიმ ეკვადორის საელჩოს ასანჟისთვის ინტერნეტის გათიშვა სთხოვა
შემდეგი სტატიაუზბეკეთის პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრი დაასახელეს