სირიამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-სა და რუსეთის მიერ შედგენილ გეგმაზე თანხმობა განაცხადა

Reuters: რუსეთი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ასადის გადადგომაზე თანახმაა

სირიამ თანხმობა განაცხადა სამხედრო ოპერაციების შეწყვეტაზე იმ გეგმის მიხედვით, რომელიც აშშ-მ და რუსეთმა შეიმუშავეს – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო უწყებამ განაცხადა, წერს სირიის სამთავრობო სააგენტო “სანა”.
“დამასკო თანხმობას აცხადებს ცეცხლის შეწყვეტაზე ტერორიზმის და ბანდფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მიმართვის გამო რუსულ-ამერიკული შეთანხმების საფუძველზე” – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთანავე, სირია უფლებას იტოვებს “გასცეს ადეკვატური პასუხი” სამხედრო ფორმირებებიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.
აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებმა გუშინ გამართულ სატელეფონო საუბარში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაადასტურეს. რუსეთის ლიდერის თქმით, “ეს რეალური შანსია სისხლისღვრის შესაჩერებლად”.

მიღწეული შეთანხმება ძალაში 27 თებერვალს, სირიის დროით 00.00 საათზე შევა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: მამუკა ახვლედიანზე ზეწოლა განხორციელდა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს “მთავარი მტრების” სიაში რუსეთს გაასწრო