სირია თურქეთს ახალი ტერორისტული დაჯგუფებების შექმნაში ადანაშაულებს

დამასკომ ანკარას სირიაში ახალი ტერორისტული დაჯგუფებების შემნაში დასდო ბრალი, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” და “ჯაბხატ ან-ნუსრას” მეომრები იქნებიან გაწევრიანებული – სირიის ელჩმა მოსკოვში რიად ხადადმა განაცხადა, დიპლომატის თქმით, ამ დაჯგუფებების სახელებია “სანაპირო ფარი” და “ალ-ასის ფარი”. “სახელები ახალია, მაგრამ მათი ბოევიკები იგივე არიან, ვინც “ისლამურ სახელმწიფოში”, “ჯაბხატ ან-ნუსრში” და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში, უბრალოდ, მათ სახელებს უცვლიან, დოქტრინა იგივეა” – განაცხადა დიპლომატმა. რომლის ინფორმაციითაც, ახალი გაერთიანების მეომრებს თვეში 400 დოლარს და თურქეთის მოქალაქეობას პირდებიან.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დღის წესრიგში დადგა რუსეთში გამოშვებული წიგნების მოხმარებიდან ამოღების საკითხი
შემდეგი სტატიაუზბეკი იმამი მამაკაცი-გინეკოლოგების აკრძალვის ინიციატივით გამოდის