სირია გაეროსგან მოითხოვს აშშ-ს კოალიციის სამხედრო დანაშაულებები შეაჩეროს

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს მოუწოდა სირიის ტერიტორიაზე აშშ სამხედრო დანაშაულებები აღკვეთოს – შესაბამისი წერილი ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლობას გაეგზავნა – სააგენტო “სანა” ავრცელებს.
დამასკო თავის განცხადებაში წერს, რომ კოალიციის მოქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს იწვევს და რომ კოალიცია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის და ტერორიზმს უჭერს მხარს სირიის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით.
საგარეო უწყებას მაგალითები მოყავს, რომ კოალიცია თავს დაესხა მთელ რიგ სოფლებს პროვინციებში ელ-ჰასაკე, რაკკა და დეირ-ზე-ზორი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაესაჯა “აშშ-ს სეპარატისტულ ქვეგანყოფილებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო”.

banner
წინა სტატიაშიგადაარჩინე პენკა – ძროხას ევროკავშირში კლავენ იმიტომ რომ ის სერბეთში “დოკუმენტების გარეშე” გადავიდა
შემდეგი სტატია“ჩვენ ევროკავშირის გახლეჩვას არ ვაპირებთ” – რატომ ჩაფრინდა პუტინი ავსტრიაში