სირია აშშ-ს მოქმედებას აგრესიად შეაფასებს

სირია აშშ-ს მოქმედებას აგრესიად შეაფასებს

სირია აშშ-ს მოქმედებას აგრესიად შეაფასებსდამასკოს სანქციების გამო სირიაში ამერიკული სამხედრო ნაწილების გამოჩენა, რომლის შესახებაც პენტაგონის მეთაურმა ეშტონ კარტერმა ისაუბრა, შეფასებული იქნება როგორც აგრესია – ამის შესახებ რუსეთში სირიის ელჩმა რაიდ ხადადმა ისაუბრა.
“ნებისმიერი სახის ჩარევა ქვეყნის საქმეებში, ოფიციალური ნებართვის გარეშე, სირიელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად ჩაითვლება” – განაცხადა დიპლომატმა.

გუშინ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისლამურ სახელმწიფოზე გასამარჯვებლად, მისი სურვილია ერაყის ქალაქ მოსულში და სირიის რაკაში ამერიკელი ჯარისკაცები ყავდეს. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდეს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ “ფორმალურად “იბრძვიან.
კარტერის სტატიაში, რომელიც გუშინვე გამოქვეყნდა Politico-ში, ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში აშშ ერაყში 1,8 ათას ჯარისკაცს გადაისვრის.

banner
წინა სტატიაშისირიის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტა თურქეთში საცხოვრებელ სახლს მოხვდა
შემდეგი სტატიაCBS-ის და Paramount-ის მფლობელი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გააგზავნეს