სირია აშშ-ს კოალიციას დეირ-ზე-ზორაში 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილში ადანაშაულებს

კოალიციის დაბომბვების შედეგად, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, პროვინცია დეირ-ზე-ზორაში 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა – ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო “სანა” ავრცელებს. ავიადარტყმების შედეგად, რომელიც დღეს მოხდა, მინმუმ 16 ადამიანი გარდაიცვალა და 40-მდე დაიჭრა – სააგენტო წერს.
კოალიციას, ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშიბელორუსის შსს-დან 270 ათასი დოლარი გაიტაცეს
შემდეგი სტატია(VIDEO) შორენას აქვს ჩვენთან, 2 ადამიანთან ნათქვამი, რომ მე მიწევსო მღვდელმთავრების დამუშავება, რომ სისულელეები არ თქვან