„სირცხვილიას“ აქცია პარლამენტთან 12:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია 12:00 საათზე განახლდება.

აქციის მონაწილეებმა, პლენალურ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

მათივე თქმით, 2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! – აცხადებდნენ აქტივისტები.

ხელისუფლებისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირება იმ პროტესტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა, რომელიც პარლამენტთან 3 თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.

არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა „სირცხვილიას“ ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდა და ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მაჟორიტარები საკანონმდებლო ორგანოს აღარ ეყოლებოდა, ამასთან, მოიხსნა ბარიერიც, რაც ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თანაბარი პოზიციიდან დაიწყებდა ბრძოლას პარლამენტში მოსახვედრად.

banner
წინა სტატიაშიასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის
შემდეგი სტატიაოთარ დანელია : მხარს ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ნაწილი ვიყავით უმრავლესობის თითოეული წევრი