“სირცხვილიამ” პარასკევს, 19 ნოემბერს აქცია დააანონსა

მოძრაობა “სირცხვილიამ” პარასკევს, 19 ნოემბერს, საპროტესტო აქცია დააანონსა. ისინი აქციას პარლამენტის უკანა შესასვლელთან, 12:00 საათზე გამართავენ, სადაც, როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მივა.

აქვე, “სირცხვილია” წერს, რომ 15:00 საათზე “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და ” დროას” მსვლელობას შეუერთდებიან.

19 ნოემბერი, 12:00 საათი – მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის პარლამენტში ვიზიტის პარლალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს.

“ქართული ოცნება” ასრულებს პუტინის რუსეთის დაკვეთას და ეტაპობრივად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსის მიმართულებას. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიად და უტიფრად ესხმიან თავს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. არც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ერიდებიან და ხშირად ადანაშაულებენ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. მმართველი ძალის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაჟღერებული მადისკრედიტირებელი რიტორიკა და ანტიდასავლური ნაბიჯები გვაშორებს ჩვენი საზოგადოების ისტორიულ არჩევანს, გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი ქვეყანა და გვაახლოვებს რუსეთთან.

19 ნოემბერი, 15:00 საათი – სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” უერთდება პოლიტიკური პარტიების გირჩი – მეტი თავისუფლებისა და დროა-ს მსვლელობას, რომელიც მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” დაიწყება. მანიფესტაციის მოთხოვნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში და ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნები, – წერს “სირცხვილია”.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე შშმ ბავშთა სარეაბილიტაციო ცენტრ „აისის“ საქმიანობას გაეცნო
შემდეგი სტატიაედუარდ შევარდნაძის შვილი სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას სთხოვს