„სირცხვილია“ – თინა ხიდაშელი სუს-ს აკრიტიკებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დღეს ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობისთვის რამდენიმე პირის დაკავებას ეხმაურება. განცხადებას თინა ხიდაშელი “ფეისბუქი” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სუს-ს აკრიტიკებს და დღეს უწყებაში გაკეთებულ განცხადებას “სირცხვილს” უწოდებს.

„ის რაც აქ წერია, ნიშნავს რომ ეჭვი აქვს სუს-ს საქართველოში ტერაქტს უკრაინად გვიწყობდნენო  და იქნებ დაფიქრდეთ ხოლმე სანამ განცხადებას გააკეთებთ. ნაცმოძრაობაზე და მიშაზე თუ გაქვთ ეჭვი, მიშა აწყობდა თუ არა ამას ვარკვევთთქვა და არა უკრაინა სირცხვილ! „გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია“, – აღნიშნეს სუს-ში,” – წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთი პატრულის მოქმედი თანამშრომელია.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძემ დაპირებული სკანდალური კადრები გაასაჯაროა (ვიდეო)
შემდეგი სტატია“მობრძანდით, მოგნათლავთ ყველას” – ბურჭულაძე კილაძეს პასუხობს