,,სირცხვილია, პარლამენტის წევრი გერქვას და ამდენი არ გესმოდეს”-ხიდაშელი თოფაძეზე

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, მრეწველების ლიდერის განცხადებებს “სამარცხვინოს” უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს დეპუტატს ჰქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა დოკუმენტებით შეესწავლა სამხედრო ნაწილში არსებული რეალური ვითარება.

ამის შესახებ განცხადება თინა ხიდაშელმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„მე როდესაც მედავება საქართველოს პარლამენტის წევრი, რომ, თურმე, სვანეთიდან, სამეგრელოდან და მთელი საქართველოდან შევკრიბე ადამიანები, ეტყობა ბიძაშვილები, გარანტირებულად სულ ხიდაშლები იყვნენ ეტყობა, რომ თამუნასთვის დაეჭირათ მხარი. უნდა რცხვენოდეს. სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის წევრი გერქვას და ამდენი არ გესმოდეს, რომ არსებობს ელემენტარულად ქაღალდზე არსებული დაწერილი დოკუმენტაცია, რომელსაც ვერ გააყალბებ და, სადაც დაწვრილებით წერია, რამდენი კილო სარეცხი ირეცხება ამ ნაწილში, რამდენი ადამიანი იკვებება,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში,, მაინტერესებს, რას ფიქრობს სტალინზე სესიაშვილი, როცა ამბობს, რომ მე თოფაძესთან მაქვს პიროვნული დაპირისპირება”
შემდეგი სტატიათოფაძის კომპანიამ ჯარის მომარაგების ტენდერი მხოლოდ 2015 წლის ბოლოს წააგო