“სირცხვილია”, ” მონა” – ამ წარწერით ქაღალდის თვითმფრინავები პარლამენტის ეზოში გადააფრინეს

წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწვყვეს და ქაღალდის თვითმფრინავები პარლამენტის ეზოში გადააფრინეს.

მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მალულად შესული “ქართული ოცნების” დეპუტატები “მონები” არიან.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შედიან და საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დეპუტატები ხვდებიან. დილიდან სამართალდამცველების მიერ ლითონის კონსტრუქციებია განლაგებული ჩიტაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე.

პარლამენტის სხვა შესასვლელებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ მიმდებარე ქუჩები უკვე ჩახერგილი დახვდათ.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის” – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში დაკავებული თანამდებობები დატოვა