სირცხვილია – ხვალ ბათუმში მარში იქნება, კომენდანტის საათს ისევ დავარღვევთ

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, ხვალ, 5 აპრილს, ბათუმში მარში გაიმართება და აქტივისტები კომნდანტის საათს კიდევ დაარღვევენ.

“ქვეყანაში უკვე პირდაპირ გვეუგნებიან, რომ პროტესტი აღარ უნდა შედგეს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება – ეს ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებია, რომელსაც ხელისუფლება პირდაპირ არღვევს და ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღე. ჩვენ არცერთი წამით აღარ დავუშვებთ იმას, რომ ახლადგახსნილ ოფისში პირველივე ღონისძიებაზე შევარდეს პოლიცია, ისე მოიქცეს, როგორც თვითონ უნდა, შემდეგ ძალის გადამეტებით დააკავოს აქტივისტები ისე, რომ არც განუმარტოს რას ერჩის.

ველოდებით ხვალინდელ სასამართლოს, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ძალიან გვინდა, რომ შეიქმნას პრეცედენტი, როცა მართალი მოქალაქეები გამართლდებიან და სასამართლო ამას ხმამაღლა იტყვის. დაველოდებით ხვალინდელ სასამართლო პროცესს, თუმცა, ვთვლით, რომ გუშინ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია”. – ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ენმ-ის წევრის დაჭრასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გახდა ცნობილი
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია – ავადმყოფი და დუჟმორეული ადამიანები მძვინვარებენ ზვიადის და მერაბის საფლავებთან