სირცხვილი მათ, ვინც სცადა ამ ამბის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება

სირცხვილი მათ, ვინც სცადა ამ ამბის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, – ამის შესახებ “ბირჟა მაფიის“ წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ მგალობლიშვილმა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ჩემ ფანებს, კოლეგებს, ვინც გვერდით მედგა. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, ეს არის ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას”, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

„ბირჟა მაფიას “ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი პატიმრობიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ხობი კალაპოტს გადავიდა
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების სამსახურმა უდიდესი ზიანი მიაყენეს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას