სირაძე: მთავრობის ადმინისტრაციის კარი ბოქლომით არ ჩაიკეტება

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციის კარი ბოქლომის დადებიუს უფლებას არ მისცემენ.

“გარკვეული პირები ცდილობენ ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას და ბოქლომის დადებას. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ გვერდზე გადაინაცვლონ და ფორმალურად დაადონ, სადაც კარები არ არის. ცენტრალური შენობის კარების ცაკეტვა გამორიცხულია, არ ჩაიკეტება,”- განაცხადა სირაძემ.

სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს ფორმალურად ბოქლომის დადება იმ ტერიტორიაზე შეუძლიათ, სადაც ის კარების გაღებას ხელს არ შეუშლის.

“არიან პროვოკაციაზე და ცდილობენ, ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი”,-თქვა ვაჟა სირაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მთავრობის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერები, ცდილობენ კარს ბოქლომი დაადონ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : კარგია, რომ პროპორციული მოდელი არ შემოვიდა, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა კანცელარიას ბოქლომი დაადეს