20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

სიორიძე: რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში, წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება

“ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ბოლო ორი წელია, “ქართული ოცნება“ ისეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო, “ფეისბუქზე“ პოსტის დაწერის გამო, საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული აზრის გამო, ბანერის დაჭერის გამო, რაც ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი – საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ის ფინალური ფაზაა, რომელიც რეჟიმებს აფრთხობს.

მისივე თქმით, რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში, წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება.

“ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ასეთად აქცია საქართველო თავისი არაკონსტიტუციური, დრაკონული კანონებით, არაპროპორციული ჯარიმებითა და აბსურდული პატიმრობებით.

ბოლო ორი წლის მანძილზე, რაც წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას რეჟიმის არ ეშინია და წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება, რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიასასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა