სიორიძე – ბიულეტენს ექნება სხვანაირი კონსტრუქცია, აღჭურვილი იქნება ე.წ. QR კოდებით, რომელიც დამცავი მექანიზმია

ბიულეტენს ექნება სხვანაირი კონსტრუქცია, აღჭურვილი იქნება ე.წ. QR კოდებით, რომელიც არის დამცავი მექანიზმი,- ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ცესკო- ში გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან, ცესკო- ში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

“ჩვენ წინადადებები დავაყენეთ ჯერ კიდევ პარტიული ჯგუფის შეხვედრების დროს, ეს წინადადებების პაკეტი მომდინარეობს ოპოზიციური პარტიებისგან, შესაბამისად, რაიმე ახლის დაყენებას არ ვაპირებთ, ეს არის ერთობლივი შრომის პროდუქტი, რომელზეც ჩვენდა სასიხარულოდ ქართულ ოცნებას არ აქვს როგორც მინიმუმ პრინციპული წინააღმდეგობა და ეს მოწონებულია საერთაშორისო ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების მიერ. ამაში ცესკოა უკვე ჩართული თუ რამდენად განხორციელებადია და რეალისტური ეს. ეს არ მოითხოვს არც ამომრჩევლის განსაკუთრებულ განათლებას, არც რევოლუციური ცვლილებების დანერგვას, ეს არის უბრალოდ მოდიფიცირება იმ პროცედურისა, რომელიც დღესაც გვაქვს ჩვენ. შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ ეს დაინერგოს მხოლოდ საპილოტე რეჟიმში და შეჯერებული ვარიანტი სრულიად შესაძლებელია, რომ სრული მასშტაბით დაინერგოს წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით. პირველ რიგში ეს გახლავთ ამომრჩევლის იდენტიფიცრება, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ბიულეტენი იქნება ისევ ქაღალდის, უბრალოდ მას ექნება სხვანაირი კონსტრუქცია, აღჭურვილი იქნება ე.წ. QR კოდებით, რომელიც არის დამცავი მექანიზმი. როცა ბიულეტენი გაიცემა, მოხდება დროის ათვლა სანამ მოხვდება ის საარჩევნო ყუთში, ეს დრო დაფიქსირდება და ეს გამორიცხავს ე.წ. კარუსელს. აღარ იქნება სპეციალური კონვერტები, წელს სამი ბიულეტენი უნდა გაიცეს ამომრჩეველზე და ეს ბიულეტენები ცალ-ცალკე მოხვდება ყუთში გამჭვირვალე კონვერტით ან მის გარეშე, რაც გამორიცხავს ამომრჩევლების მიერ საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანას, რაც იყო საფრთხე კარუსელების, დისბალასების, რომელიც ჯდებოდა ხოლმე ოლქებში და ბოლოს ხმის დათვლა იქნება უწყვეტი ვიდეო კადრის რეჟიმში,”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია
შემდეგი სტატიამოხისში აქციაზე, მაჟორიტარმა “ევროპული საქართველოს” წევრს შეაგინა