“ამ კომისიის ფარგლებში, არავინ საუბრობდა ეროვნული ბანკის პასუხისმებლობაზე, არც არავინ დაუბარებიათ ეროვნული ბანკიდან და დღეს ზრდიან რეფინანსირების განაკვეთს, რითაც საქართველოს ათობით ათას ადამიანს, ვისაც აქვს სესხი მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე, ყოველთვიური გადასახადი გაუძვირდება”,_ აცხადებს “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე.
ინფორმაციისთვის, დღეს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა.















