6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

სიონში ილია II-ის გადასვენებისთვის მზადება მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია ჯარი და პოლიცია

სიონში, სადაც ილია II-ის გადასვენებისთვის ემზადებიან, ადგილზე მობილიზებულია ჯარი და პოლიცია. ადგილზე სამზადისი უკვე დასრულებულია.

ადგილზე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლები, ისმის გალობაც. ახლა სიონში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადასვენებას ელოდებიან.

ტაძარში, სადაც საქართველოს 8 პატრიარქია დასვენებული, უკვე გაჭრილია სამარხი ახლადშესვენებული ქვეყნის სულიერი ლიდერისთვის. ილია მეორეს ამბიონთან, საკურთხევლის გასწვრივ დაკრძალავენ.

დღეს ვაცილებთ მსოფლიო ადამიანს, ქართველი ხალხისთვის იყო საოცრება, საოცარი მამა, ერთგული, პატიოსანი, სიყვარულით სავსე. ისეთი ბავშვური, ისეთი ტკბილი და ასე ტკბილად იქნება ალბათ იმ ქვეყნადაც. მსოფლიო ემშვიდობება ჩვენს პატრიარქს, – ამბობს ადგილზე მყოფი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიირანის იერიშების შედეგად ისრაელში ათობით ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი: რუსეთის პატრიარქი რატომ ჩამოვიდოდა? საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები რუსეთის მიზეზით აქვს