15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს და ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ცნობისთვის, სიონის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ 27 მაისს დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, როგორც კალაძემ დააანონსა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს.

banner
წინა სტატიაშიგულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაგულბაათ რცხილაძეს ადვოკატი: ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ იყო ჯაშუში, არ იყო მოღალატე და მზადაა ითანამშრომლოს