საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
როგორც ამ დროისთვის ცნობილი ხდება, პატრიარქის საფლავი გადაწყდა სიონის ტაძრის კანკელთან, ჩრდილოეთის კედელთან.
როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
















