სიონის ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება პატრიარქის სამადლობელ პარაკლისს აღავლენს

სიონის საკათედრო ტაძარში მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება პატრიარქის სამადლობელ პარაკლისს აღავლენს. სასულიერო პირების განმარტებით, პარაკლისი ქვეყნის მშვიდობისა და პატრიარქის ჯანმრთელობისთვის სრულდება. ღვთისმსახურებას თავად პატრიარქი არ ესწრება.

„მოგეხსენებათ, როგორი დაძაბული სიტუაციაა მთლიანად მსოფლიოში, ასევე ქრისტიანულ სამყაროში და ჩვენ გვინდა, ამ შობა-ახალ წელს სამადლობელი აღვავლინოთ უფლისადმი ჩვენი ერის მშვიდობის, კეთილდღეობის და ჩვენი პატრიარქის დღეგრძელობისთვის. მადლობა შევწიროთ უფალს, მოგეხსენებათ, მის უწმინდესობას 86 წელი შეუსრულდა, ის 41 წელია, საჭეთმპყრობელი გახლავთ საქართველოს ეკლესიის, 61 წელი კი მღვდელმსახური. ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყნისთვის დამაშვრალ პატრიარქს დიდი მადლობა გადავუხადოთ, დიდი სიყვარული მივუძღვნათ“, – განაცხადა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.

მისივე თქმით, სიონის ტაძრიდან პატრიარქთან გადაინაცვლებენ, რომლისგანაც ლოცვა-კურთხევას მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 400 ჰექტარ მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქი და ინდუსტრიული ჰაბი აშენდება
შემდეგი სტატიატრამპმა თეთრ სახლში მიღებისთვის 300 ბურგერი და ფრი შეუკვეთა (+ფოტო)