11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სიონის ტაძარში კობახიძე, ყაველაშვილი, პაპუაშვილი და “ოცნების” სხვა წევრები მივიდნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს “ოცნების” წევრები მივიდნენ.

ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვას ესწრებიან უმაღლესი იერარქები, მთ შორის არის  საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და უპირატესი მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), რომელიც წლების შემდეგ, პირველად წმინდა სინოდის წევრებთან ერთად გამოჩნდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიმილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების ნაწილში პრინციპული სიახლე ფიქსირდება – აქუბარდია სუს-ის ანგარიშს აფასებს
შემდეგი სტატიაბექა კობახიძე: რუსეთ-უკრაინის ომის ბოლომდე კიდევ წლებია, მაგრამ წელს შეიძლება შედეგი დავინახოთ