10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური: უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე

სიონში საფლავის გაჭრა დასრულდა,– ამბობს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი.

მისი თქმით, ილია მეორეს დაკრძალვისთვის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობდა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული იქნება ეკრანები და ხმის გამაძლიერებლები.

“უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე. თქვენ იცით, რომ ტაძარი წმინდა ადგილია, მაგრამ ამ წმინდა ადგილს შორის განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევა საკურთხეველი. ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში” [ტვ პირველი] – ამბობს მამა გიორგი.

ილია მეორეს სამების ტაძრიდან ხვალ 15 საათზე გამოასვენებენ და სიონამდე ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ.

banner
წინა სტატიაშისომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს გარეგინ II-ს სომხეთიდან საქართველოში გასვლის ნებართვა არ მისცა
შემდეგი სტატიაTI: ახალციხის ტბაზე მერიამ 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა „ოცნების“ მსხვილ შემომწირველს მისცა