5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ პატრიარქის გადასვენება 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი, სამების ტაძარში წესის აგება შესრულდება.

„09:00 საათზე დაიწყება წირვა, რომელსაც შეასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლად უწმინდესობა ბართლომეოსი. წესის აგება დასრულდება დაახლოებით საათ-ნახევარში, ორ საათში. ამის შემდეგ, 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება და დაიძვრება პროცესია სიონისკენ. მართალი გითხრათ, ვეღარ წარმომიდგენია, სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება, ალბათ, დელეგაციებიც ყველა ვერ მოხვდება ტაძარში, ადგილი არ არის ფიზიკურად.

ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმა გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა, რომ ეკლესიას უწერია: ერთი კარი რომ იკეტება, მეორე კარი იღება. ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ჩვენ მოვიწვიეთ ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ვერ ჩამობრძანდა და გამოაგზავნა ეგზარქოსი ბელორუსიის, რომელიც უკვე ჩამოსულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა შუამავლის როლი შევასრულოთ, მაგრამ ძალიან რთულია ეს კონფლიქტი რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის. ძალიან მძიმე კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტები ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოგვარებულა. დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც მოგვარდება. ადამიანურად აქვთ კომუნიკაცია ჩვეულებრივად, მაგრამ რაც შეეხება ევქარისტიულ კავშირს, ეს ევქარისტიული კავშირი ნიშნავს, რომ წირვაზე ერთად იდგნენ და წირვაზე არცერთი არ დგება საერთოდ. წესის აგების დროს აღარაა ეს ევქარისტიული კავშირი, ლოცვაა. მხოლოდ ზიარებაზეა საუბარი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კანონიზაციაზეც.

დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა, გვაიძულებენ ადამიანები, კანონიზაციაზე ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე უნდა მოხდეს კანონიზაცია. ეს შესაძლებელია დღესვე. ასეთი შემთხვევები ყოფილა ისტორიაში. ყოფილა ისტორიაში შემთხვევები, ეგნატე ღმერთშემოსილი იყო დიდი წმინდანი, მარტინ ტურელი იყო დიდი წმინდანი, ანტონ დიდი. როგორც კი გარდაიცვალა, დაიწყო იმწუთასვე. მაშინ კანონიზაციის პროცესი კი სხვანაირი იყო… მთავარი წმინდანად შერაცხვა არის ხალხის თაყვანისცემა, სასოება. როცა კანონიზაციაზეა საუბარი, წმინდანად შერაცხვაზე, აქ საუბარია საყოველთაო თაყვანისცემაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

banner
წინა სტატიაშისარფში არსებული საფლავის ზედაპირზე, დამარხული ქალი იპოვეს
შემდეგი სტატიასამების ტაძარში წირვის დროს დატოვებული იქნება კორიდორი, სადაც უწყვეტად შეეძლება მრევლს შესვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის