სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს.
საზეიმო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ თბილსიის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ესწრებიან.