სინოპტიკოსების ინფორმაციით, 15 თებერვალს საქართველოში ტემპერატურა 19 გრადუსს მიაღწევს

დღეიდან საქართველოში თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეიდან 16 თებერვლის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 11-16 გრადუსის ფარგლებში, ხოლო შემდეგ დღეებში კი 14-19 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ნიორაძის ინფორმაციით, უმეტეს რეგიონებში სითბოა მოსალოდნელი, ზოგან ნალექი, თუმცა მცირე როდენობით. პაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

banner
წინა სტატიაშირეკრეაციულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვა ან გადაბელვა 1000 და 2000-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევს
შემდეგი სტატიაგრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში 15-მდე გაიზარდა