სინოპტიკოსები ნისლს და ქარბუქს ვარაუდობენ, ზღვაზე – 2-3 ბალიან ღელვას,მთიან ზონებში თოვლი

დიდი თოვლობა სვანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, სინოპტიკოსები ნისლს და ქარბუქს ვარაუდობენ, ზღვაზე – 2-3 ბალიან ღელვას.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს” – აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: “დასჭირდა – სიძე გადააგდო, მერე დეკანოზი და პეტრე – თითოეული თავისი პროექტი იყო”
შემდეგი სტატიადეკანოზმა გიორგი მამალაძემ დროებით შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო