სინოპტიკოსები მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევენ

ქუთაისში ძლიერმა ქარმა 31-ე საჯარო სკოლას სახურავი გადახადა, რის გამოც სკოლაში დირექციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესში შეჩერდა. ქარმა ქალაქში სხვა პრობლემებიც შექმნა. თამარ მეფის ქუჩაზე, მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ფიცარი შუახნის ქალს დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პრობლემებია აეროპორტშიც. მგზავრების ინფორმაციით, ორ დღიანი ლოდინის შემდეგ ფრენები ევროპის მიმართულებით დღის მეორე ნახევარში უნდა განახლდეს.
სინოპტიკოსები კი ძლიერ ქარსა და ყინვას მთელი საქართველოს მასშტაბით
კიდევ რამდენიმე დღე ვარაუდობენ და იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებლებს სახკებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საკმაოდ დაბალი იქნება. გამოდარებას სპეციალისტები ხუთშაბათიდან ვარაუდობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს