გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში — ძლიერი ინტენსივობის.
სპეციალისტების პროგნოზით, ნალექთან ერთად მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ამასთან, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვისა და გააქტიურების საფრთხე.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი საფრთხის დონე საშუალოა.












