სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ისევ სეტყვას ელოდებიან

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ისევ სეტყვას ელოდებიან.

ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია – ძლიერი. თუმცა, ამინდის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ისეთი ძლიერი სეტყვა, როგორც წინა დღეებში იყო, უახლოეს პერიოდში აღარ განმეორდება.

სანაპირო რაიონში კი უმეტესად უნალექო ამინდია. ტემპერატურა კვლავ მაღალია და აღმოსავლეთ საქართველოში 35-37 გრადუსამდე აღწევს.

არამდგრად ამინდებს სინოპტიკოსები თბილისში ღამის და საღამოს საათებში ელოდებიან, რაც ხანმოკლე ხასიათის წვიმებით გამოიხატება. ჰაერის ტემპერატურა აქაც 35-37 გრადუსს აღწევს.

სინოპტიკოსების თქმით, არამდგრადი ამინდი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნარჩუნდება. გამოდარებას კი ამინდის ბიუროში 9 აგვისტოს შემდეგ ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიუშბაზე დაღუპული ერთ-ერთი ტურისტი რუსეთის მოქალაქეა
შემდეგი სტატია“ანსამბლ “ხერთვისის” ხელმძღვანელი დღეს სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს“- გლდანში მომხდარი მკვლელობის დეტალები