„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება

ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში დღეიდან იქნება შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.

„ჩვენ ვიწყებთ საქართველოში მესამე ვაქცინის რეგისტრაციის პროცესს. 4 მაისიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა ძალიან ჩამორჩება საპროგნოზო მაჩვენებელს და ჩვენ გვინდა, უფრო მეტი არჩევანი ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას. ამ მხრივ ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან მისი ეფექტურობის, უსაფრთხოების მაჩვენებელი, გვერდითი მოვლენების სიხშირე ზუსტად შეესაბამება იმ მოლოდინებსა და რეკომენდაციებს, რაც არსებობს ხარისხიან ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 4 მაისის შემდეგ ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და მივუახლოვდებით იმ ციფრს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

დღესვე, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ასაკობრივ ჯგუფებზე განაწილდება „სინოფარმის“ ვაქცინა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება