„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან „სიოფარმით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – გირაო არ არის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე
შემდეგი სტატიანავალნის ქალიშვილი ადამიანის უფლებების შესახებ ჟენევის ფორუმზე სიტყვით გამოვა