„სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფი დღეს განიხილავს

დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, „სინოფრამის“ ვაქცინის ავტორიზაციის თემა უნდა განიხილონ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„როგორც მაქვს ოფიციალური და არაოფიციალური ინფორმაცია, დღესაა ჯანმო-ს ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილება. მათ შორის ეს საკითხიცაა. როგორც ვიცი, ჩინურმა მხარემ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და დღეს უნდა იყოს განხილვა. დაველოდოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო.

გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნული ვაქცინით სამი დღის განმავლობაში 3 941 ადამიანია აცრილი.

banner
წინა სტატიაშიძალადობა ბრენდია დღევანდელ მსოფლიოში – სასულიერო პირი დეკანოზ თეიმურაზის ცემაზე
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება